კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი სამართალდამცავებს მოქალაქის უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს

28 ნოემბერი, 2007

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოძრაობა „ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერის დაჩი ცაგურიას უკანონო დაკავებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტის მარიამ ქადაგიშვილის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელისშეშლის ფაქტზე გენერალური პროკურატურის რეაგირებას ითხოვს.

სოფიო ხორგუანის განცხადებით, მარიამ ქადაგიშვილისა და დაჩი ცაგურიას მიმართ განხორციელებული ქმედებებით სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი დაირღვა, კერძოდ აზრის გამოხატვის საზოგადოებრივი აქტიურობის და ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის გამო ადამიანის დევნა, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლა, სხვისი ნივთის დაზიანება და სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი მასალები გენერალურ პროკურატურას რეაგირებისათვის დღესვე გადაუგზავნა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები