ევროკავშირმა ადამ მიხნიკი პრესის თავისუფლების მეთვალყურედ მოავლინა საქართველოში
29.11.2007
როგორც პოლონური ყოველდღიური გაზეთი “ვიბორშჩა” წერს, ევროკავშირმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღეს გადაწყვეტილება პოლონელი ჟურნალისტისა და წარსულში "სოლიდარობის" აქტივისტის ადამ მიხნიკის საქართველოში მივლინების შესახებ, რათა მან თვალყური მიადევნოს საქართველოში საინფორმაციო საშუალებების თავისუფლებასა და ადგილობრივი მთავრობის მიერ დემოკრატიული მმართველობის პრინციპების დაცვას. მეთვალყურის გამოყოფაზე ოფიციალური თხოვნა საქართველოდან ამ რამოდენიმე დღის წინ იქნა მიღებული. როგორც რადიო ”ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია იტყობინება, ადამ მიხნიკი საქართველოში 29 ნოემბერს გამოემგზავრება.
წყარო: Media.ge.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას