კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი თარგამაძე - ხელისუფლების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „იმედი“ სრულიად კასტრირებული ტელევიზია იქნება

29 ნოემბერი, 2007

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტრანსნაციონალური კორპორაცია „ნიუს კორპისათვის“  წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „იმედი“ „იქნება სრულიად კასტრირებული და სახელისუფლებო ფილტრგავლილი ტელევიზია“.
ამის შესახებ  ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა გიორგი თარგამაძემ  გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ნიუს კორპის“ ვიცე-პრეზიდენტ მარტინ პომპადურს შორის,  გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას თარგამაძემ თქვა, რომ   მოლაპარაკებებში, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძის გარდა, უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკატერინე შარაშიძე მონაწილეობდნენ. 

საგაზეთო ინტერვიუში  თარგამაძემ არ ისურვა საქართველოს მთავრობის მიერ „ნიუს კორპისადმი“ წაყენებული მოთხოვნების შინაარსზე საუბარი მისი კონფიდენციალურობის გამო (ამ მოთხოვნებზე, 28 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ვლადიმერ გურგენიძემ ისაუბრა - media.ge), თუმცა, მისივე თქმით, ამ საკითხზე პომპადური პრესკონფერენციას ჩაატარებს ლონდონში.
„დარწმუნებული ვარ, „ნიუს კორპის“ პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული მედიის თავისუფლების პრინციპებთან დაკავშირებით. დანარჩენი თემები განხილვადია“, განაცხადა თარგამაძემ.

წყარო :Media.ge

ახალი ამბები