კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამოუკიდებელი მედია საშუალებები-თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

30 ნოემბერი, 2007
რამდენიმე ტელევიზია ახორციელებდა ოპოზიციის ბოლოდროინდელი აქციების სრულ და მიუკერძოებელ ტრანსლირებას; რამდენიმე დღე-ღამის განმვალობაში დემონსტრანტები იკავებდნენ საქართველოს პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიასა და შესასვლელს.

დროდადრო რამდენიმე ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა მიმდინარე პროცესებს რაც მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევდა.

პრესაც ჩვეულებისამებრ აგრძელებდა მუშაობას ვიდრე 1) ჟურნალისტებს არ დაესხნენ თავს 7 ნოემბერს; 2) ვიდრე ტელეკომპანია „იმედში“ არ შეიჭრა სპეცრაზმი; 3) ვიდრე არ შეიზღუდა ინფორმაციის გაცვლის უფლება, რომელიც მოჰყვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას; 4) ვიდრე ხელისუფლება დაიწყებდა ოპოზიციის ლიდერების დევნას და  ე. წ. რუსეთის აგენტებთან მათი სატელეფონო საუბრების ტრანსლირებას.

აღარ არსებობს რა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას თავისუფლად შეუძლია მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები საგანგებო რეჟიმის ვითარებაში აგიტაცია-პროპაგანდისთვის გამოიყენონ. ქართულმა ტელეარხებმა მიუკერძოებელი ინფორმაციის  მიწოდება 7-8 ნოემბრის მერე შეწყვიტეს. თუმცა საქართველოში ყოველთვის შეზღუდული იყო დეტალური და კრიტიკული ინფორმაცია.

უფრო მეტიც, ისმის კითხვა: რამდენად აუცილებელია შევისწავლოთ ცალკეული ტელეკომპანიების უკან ვინ დგას, განსაკუთრებით, მათი ფლობელების ვინაობა და პოლიტიკური შეხედულებები; ასევე ტელევიზიების ნაკლოვანებები ამ კუთხით. მსგავსი მაუწყებლობა ჩვეულებრივ პირობებში უნდა ფლობდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის იმიჯს, სადაც სხვა და სხვა პოლიტიკური შეხედულებები თავისუფლად ფიქსირდება.

ზეწოლა მასმედიაზე თავისთავად წარმოადგენს მანკიერ მანიფესტაციას, რომელიც შესაძლოა, უფრო დიდი უბედურების სიმპტომად იქცეს. ხელისუფლების მიერ ქართული მასმედიის კონტროლი და მართვა ნამდვილად ითხოვს სერიოზულ შესწავლას.

უშუალოდ ვინ იყო ოპოზიციის ლიდერების მიერ წამოწყებული კამპანიის ავტორი და მასმედიის რომელი საშუალებები თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის აპარატთან, რომ უზრუნველეყოთ ა) ინფორმციის დაბლოკვა, ბ) ყალბი და და მაკომპრომიტებელი ინფორმაციის გავრცელება ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ?

სააკაშვილის ხელისუფლების დამოკიდებულება ტელე „იმედის’ მიმართ არის ის, რომ არ აღდგება მაუწყებლობა ვიდრე არ იქნება მყარი გარანტია იმისა, რომ არხის ეთერი არ იქნება  გამოყენებული არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად (ყოველ შემთხვევაში, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩაივლის).

ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში ტელევიზიაში შეჭრა და დარბევა, ისე, როგორც ეს ტელე „იმედში“ მოხდა, არ ხდება. შეუძლებელია ტელევიზიას თბილისის სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროში საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე ჩამოართვა ლიცენზია. 

აღსანიშნავია, რომ საჭიროა გაცილებით უფრო სერიოზული გამოძიება ჩატარდეს  საქართველოს ყველა სახელისუფლებო უწყებაში (განსაკუთრებით, პრეზიდენტის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო)  ვიდრე აქამდე განხორციელებულა.

თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის არარსებობის პირობებში (რომელიც თავისუფალია ხელისუფლების ზეგავლენისაგან და არ ემუქრებიან სპეცრაზმის შეჭრით), შეუძლებელია მიაღწიო დამოუკიდებლობას.

ინფორმაციის დაბლოკვის არსებული სისტემა ძალიან ჰგავს „ორველიანურ“ სახელმწიფოს თანამედროვე ვარიანტს, სადაც მხოლოდ ცრუ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ის მხოლოდ ერთი მხარისათვის არის მისაღები.

არამხოლოდ ტელევიზიები, არამედ ბევრი სტამბა და გაზეთი შიშის ქვეშ აგრძელებს მუშაობას (თუ საერთოდაც მუშაობენ) ან ასრულებენ მთავრობის პირდაპირ დირექტივებს. ტელეკომპანიები, განსაკუთრებით „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „რუსთავი 2“ ხელისუფლების იმ იარაღად იქცა, რომელიც ისე აშუქებს ოპოზიციის ლიდერთა მოქმედებას, რომელმაც 7 ნოემბრის შედეგებამდე მიგვიყვანა, როგორც ეს მთავრობას მოსწონს.

სააკაშვილის ადმინისტრაციის შიდა წრეებში მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასება დღესდღეობით შეუძლებელია მთავრობის ოინებიდან და იმ მწირი ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც სახელისუფლებო წრეებიდან ვრცელდება.

მთავარი კითხვაა, როგორ ვაიძულოთ ამჟამინდელი ხელისფულება აღიაროს სინამდვილეში რა მოხდა საპოლიციო, სამხედრო, სპეცრაზმებისა და დაზვერვის დეპარტამენტების ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება.

ოპოზიციაზე განხორციელებული თავდასხმა შიდა სახელმწიფო გადატრიალებას  უდრიდა და ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ის გემი ჩაძირა, რომელზეც თავად იმყოფებოდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, სამხედრო, პოლიციის, სპეცრაზმის და დაზვერვის სექტორებში თანხების მობილიზაციამ, მაშინ როცა ერაყსა და ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ომი გამოცხადდა, შედეგად მივიღეთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ადამიანის ძირითადი უფლებების, საჯარო ადგილებში თავყრილობის, მშვიდობიანი მანიფესტაციის, გამოსვლებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა აშკარა ტირანიის პირობებში.

საქართველოში მედია არასოდეს ყოფილა თავისუფალი. ის ექცეოდა გარკვეულ ჩარჩოებში. წინასაარჩევნო მარათონის დროს მედია ვერ ინარჩუნებდა დაბალანსებულ პოზიციას. თუმცა სპეციალური ინტერესების სხვადასხვაობა შეკვეთილი სტატიები და დოკუმენტური მასალები არასასიამოვნო რეალობაა. ეს არის ის, რაც საშუალებას არ აძლევს ერთ მხარეს აკონტროლოს სიტუაცია.

მიმდინარე პოლიტიკული სიტუაციის ფონზე მედიის დღევანდელი ობიექტურობა ისეთი არ არის როგორიც ადრე იყო. ასევე კვლავ არსებობს იმის შიში, რომ თუ ვინმე დაიჭერს მთავრობის მხარეს თავის პუბლიკაციებსა და სატელევიზიო გამოსვლებში, მას რუსეთის საგარეო პოლიტიკის იარაღად მიიჩნევენ.

 ჯეფრი ქეი სილერმენი


ახალი ამბები