„ტელე-იმედში“ მსხვილგადამხდელთა ინსპექცია შედის
30 ნოემბერი, 2007
თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა 29 ნოემბერს განიხილა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „ტელეიმედის“ სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების შესახებ.
როგორც სასამართლოს პრესცენტრი იტყობინება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, შპს „ტელეიმედმა“ 2004-2006 წლები ზარალით დაასრულა, რამაც საერთო ჯამში 19 მილიონი ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ამავე პერიოდში გაზრდილია „ტელეიმედის“ საწესდებო კაპიტალი, დაახლოებით 30 მილიონი ლარით.
შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა სოსო ბარათაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ისინი ზოგადად არ ეწინააღმდეგებიან საგადასახადო შემოწმების ჩატარებას, მაგრამ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არასწორ საფუძველს ემყარება და ის დასაბუთებული არ არის.
სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მსხვილგადამხდელთა ინსპექციას ნება დართო ჩაატაროს შპს „ტელეიმედის“ გასვლითი შემოწმება.
შემოწმების ვადად ერთი თვის ნაცვლად 15 დღე განსაზღვრა. ეს პერიოდი კი ბრძენების კანონიერ ძალაში შესვლიდან აითვლება. კანონით მხარეებს ამ ბრძანების 48 საათიანი გასაჩივრების ვადა ეძლევათ.
წყარო: Media.ge
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023