საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ დღეს სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათ პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი მიმართვის ტექსტი გამოაქვეყნეს.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტობის ყველა კანდიდატთან შეხვედრას და მათი პროგრამების გაცნობას მოითხოვდნენ.
ახალგაზრდების განცხადებით, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი სტუდენტებს უნდა შეხვდეს და ამა თუ იმ საკითხზე მათი აზრიც უნდა მოისმინოს.
წყარო: მედიანიუსი.