კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გენპროკურატურა „იმედის“ გახსნასთან დაკავშირებულ პროცედურებს დაიწყებს

4 დეკემბერი, 2007

საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით აუცილებელ პროცედურებს დაიწყებს.
გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძის განცხადების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, სასამართლოში ყადაღის მოხსნის შესახებ შუამდგომლობას შეიტანენ.
 
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანია "იმედის" გახსნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. მან თხოვნით მიმართა გენერალურ პროკურატურას, განიხილოს შესაძლებლობა ტელეკომპანია "იმედისთვის" ყადაღის მოხსნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ "ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ტელეკომპანია კვლავ რჩება პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში".

წყარო: Media.ge

ახალი ამბები