საქართველოს ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები მოსახლეობას 13 დეკემბრამდე საარჩევნო სიებში საკუთარი თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებენ. როგორც ცესკოში ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა ნინო გოგუაძემ და დავით ბარდაველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების ერთიან სიაში 3 მილიონ 300 ათასი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, რაც გასულ წელს დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას მნიშვნელოვნად, თითქმის 1 მილიონით აღემატება. საბჭოს წევრების ვარაუდით, ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი ერთი და იმავე ამომრჩევლის სხვადასხვა უბანზე დარეგისტრირებისა და სიაში ე.წ. `მკვდარი სულების~ შეყვანის გზით.
ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც მიმართავენ და საკონსულოებში არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებისაკენ მიუწოდებენ.
წყარო: მედიანიუსი.