კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა" მაუწყებლობის უფლება მოიპოვა

12 დეკემბერი, 2007

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  გადაწყვეტილებით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ მიენიჭა კერძო მაუწყებლობის ლიცენზია. ამავე გადაწყვეტილებით სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ უფლება მიეცა გამოეყენებინა F 102.8 მჰც რადიოსიხშირე.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ასევე მიიღო #757/18 გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ 2007 წლის 6 სექტემბერს ჩატარდა რადიო-სიხშირული სპექტრის მონიტორინგი ქ. ლაგოდეხში. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“  102.8 მჰც რადიოსიხშირეზე მაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე. ამავე კომპანიის მიერ გამოყენებულია 402.6 მჰც სიხშირე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისათვის, კომისიის მიერ ზემოაღნიშნული სიხშირის მინიჭების გარეშე. ამასთან დაკავშირებით შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს“ დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს. კერძოდ, ზემოაღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ულიცენზიო საქმიანობისა და რადიოსიხშირის სპექტრით მინიჭების გარეშე სარეგებლობისათვის.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჯარიმის კანონიერებას და დასკვნას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.  

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები