კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია "იმედის" მაუწყებლობა განახლდა

13 დეკემბერი, 2007

12 დეკემბერს, საღამოს, 34 დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ,   ტელეკომპანია "იმედის"  მაუწყებლობა განახლდა.
სარეკლამო რგოლების შემდეგ,   20:05 საათზე,  ეთერში საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკა“ გავიდა.
 
საინფორმაციო გამოშვება   7 ნოემბრის კრიზისული მოვლენების გახსენებას დაეთმო, როდესაც თბილისში დემონსტრაცია დაარბიეს და   „იმედის“ შენობაში სპეცრაზმი შეიჭრა. მაშინდელი მოვლენების ამსახველ კადრებს,  ჟურნალისტების მონაყოლი  ენაცვლებოდა.

ჟურნალისტები ყვებოდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ და სცემდნენ მათ სამართალდამცველები, როგორ უმტვრევდნენ და ართმევდნენ ტელეკამერებსა და მიკროფონებს მიტინგის დარბევის დროს,  როგორ არბევდა სპეცრაზმი   ტელეკომპანიის ოფისს და ანადგურებდა  ტექნიკას.
 
იმ დრამატული მოვლენების დროს „იმედის“  30-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და პირდაპირი ჩართვის ინჟინერი  დაშავდა.
დღევანდელი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ტელეკომპანიას თანადგომა გამოუცხადა. 
შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების გამო „ქრონიკა“ ,   ჯერჯერობით,  სამ საათში ერთხელ გავა ეთერში“, 13 დეკემბერიდან განახლდება დილის  საინფორმაციო-გასართობი პროგრამების ტრანსლირება.
კვირას ეთერში გავა ტელეჟურნალი „დროება“, რომელსაც, როგორც უწინ, „ტელეიმედის“ საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი გიორგი თარგამაძე წაიყვანს.
"იმედი"ჯერჯერობით ვერ  შეძლებს  პირდაპირი ჩართვების განხორციელებას, რადგან 7 ნოემბრის მოვლენებს  შესაბამისი  ტექნიკაც შეეწირა.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები