კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მედიის სისტემური კვლევა“ გამოსცეს

14 დეკემბერი, 2007
13 დეკემბერს, „თბილისი-მერიოტში“გაიმართა ორი პროექტის პრეზენტაცია:

1. „მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი: მედია და არჩევნები“(დონორი ორგანიზაცია ევროკავშირი).
2. Ⴕართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი“(დონორი ორგანიზაცია ფონდი „ევრაზია“).
ასევე გაიმართა პრეზენტაცია ბუკლეტისა „მედიის სისტემური კვლევა“.  კვლევა ჩატარდა პროექტის „მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი: მედია და არჩევნები“ ფარგლებში.
ბუკლეტში გაანალიზებულია, თუ როგორ აშუქებდა პოლიტიკურ პროცესებს „მოამბე“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „კურიერი“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“) და „ქრონიკა“ ( ტელეკომპანია  „იმედი“) მიმდინარე წლის გაზაფხულზე.
პროექტი განხორციელდა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჟურნალისტმა   ია ანთაძემ განაცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ  2007 წლის გაზაფხულზე „ქრონიკა“ იყო ყველაზე მეტად დაბალანსებული ძალიან ბევრი პარამეტრით. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი პრობლემა  ჰქონდა   საზოგადოებრივ მაუწყებელს, მესამე დასკვნა   კი ის არის, რომ „კურიერი“ იყო მუდმივად  „შუაში“  „ქრონიკასა“ და „მოამბეს“ შორის.

წყარო: Media.ge


ახალი ამბები