კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი ალექსი ბახუტოვი სასჯელს არმომხდარი მკვლელობისთვის იხდის

14 დეკემბერი, 2007

საქართველო სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე  უჩვეულო ფაქტზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მსჯავრდებული ალექსი ბახუტოვი მე-5 საპყრობილეში სასჯელს დღემდე იხდის ლაშა ჩოფიკაშვილის განზრახ მკვლელობისათვის, თუმცა ცოცხალი და ჯანმრთელი "მკვდარი" სოფელ ჯუღაანში საკუთარ სახლში იმყოფება.

არჩადენილი დანაშაული კი ბახუტოვმა და მისმა დებმა სასტიკი წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შედეგად აღიარეს.
აღსანიშნაია, რომ 21 ნოემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ სამი მოწმის საქმეც განიხილა, რომლებსაც ბრალი ჩოფიკაშვილის გვამის გადამალვაში ედებოდათ, თუმცა ამ დროისათვის პროკურატურისათვის და სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ `მკვდარი~ ჩოფიკაშვილი სოფელში გამოჩნდა.

სუბარის თქმით, პროცესის მონაწილეებში დიდი დაბნეულობა გამოწვია სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და ჟურნალისტების გამოჩენამ, მაგრამ მოსამართლემ ფორმალობების დაცვითა და ზოგადი კითხვებით წარმართა სხდომა, რაც უდანაშაულო პირების მსჯავრდებით დასრულდა.

22 ნოემბერს კახეთის საოლქო პროკურორსა და მსჯავრდებულებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუმცა გაურკვეველია, რისი ჩადენა აღიარეს განსასჯელებმა.
ბახუტოვს "მკვლელობისათვის" 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 24 აგვისტოს თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები