17:05, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თვითმკვლელობა ქუთაისის ციხეში

18.12.2007
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ოფიციალურად მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ დადასტურდა. ირაკლი ციკორიამ თავი 16 დეკემბერს, გამთენიისას მოიკლა. იგი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ.

შემთხვევის ადგილზე, #2 საპყრობილეში სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი და სახალხო დამცველის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში მადონა ბასილაძე იმ პატიმრებს შეხვდნენ, რომლებიც საკანში გარდაცვლილთან ერთად იმყოფებოდნენ.

''მე და სოფო ხორგუანი შევხვდით პატიმრებს, რომლებიც გარდაცვლილს საკმაოდ დადებითად ახასიათებენ. დავინტერესდით, ხომ არ იყო იგი აგრესიული, ვინმემ ხომ არ შეურაცხყო და ა. შ. ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იკვეთება. ჩვენ ციხის ადმინისტრაციიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია გარდაცვლილ პატიმარზე. შევისწავლით საკითხს და გვექნება დეტალური მასალები. თანაც, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დეტალებს დაადგენს'', - აცხადებს მადონა ბასილაძე.

ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ  პატიმრები ქუთაისის #2 საპყრობილეში  ცუდ პირობებში იმყოფებიან და მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. პატიმრის თვითმკვლელობის ერთ-ერთ მოტივად  ციხეში არსებული პრობლემები  სახელდება.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC