აჭარისწყლის საკრებულოს ექვს სოფელი, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებს ვერ უყურებს. მოსახლეობის თქმით, საკრებულოს, ანძაზე თავისი გადამცემი ჰქონდა დაყენებული: „რაც „იმედი“ ჩართეს, მაუწყებლობა არ ხორცილედება. ჩვენ გვქონდა ჩვენი ანძა, საიდანაც „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს გადაცემების სიგნალები მოდიოდა.. „იმედი“ რომ ჩაირთო, სწორედ იმ დღეს მოხდა რატომღაც მისი გადამცემის ჩამოხსნა ანძიდან. თუ დაზიანდა და გასაკეთებელი იყო, რატომ მანამდე არ მოხდა მისი შეკეთება?“, - კითხულობს აჭარისწყლელი ოთარ თურმანიძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობამ განცხადებით ბადრი პატარკაციშვილის აჭარის საარჩევნო შტაბს მიმართა, სადაც 65 მოსახლეობის ხელმოწერაა დაფიქსირებული. შტაბის წევრთა განცხადებით, მოსახლეობას „იმედი“ სპეციალურად დაუბლოკეს.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი