კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოჩა ჯოჯუა: გელბახიანი კოდუასთან მოლაპარაკებებს რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით აწარმოებდა

24 დეკემბერი, 2007

პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრის გოჩა ჯოჯუას მტკიცებით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ირაკლი კოდუასთან მოლაპარაკებებს "რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით აწარმოებდა."

დღეს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც გელბახიანი კოდუასთან  სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს.

ჯოჯუას მტკიცებით, გელბახიანის მიზანი ის იყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ განხორციელებულიყო რეპრესიები და არ ამუშავებულიყო დამსჯელი მანქანა. ამ მიზნით,  გელბახიანი კოდუას გარკვეულ გარანტიებს სთავაზობდა.
"თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვალერი ხაბურძანიასა და კობა ნარჩემაშვილთან, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სიტუაციის გართულება... კოდუა ამ სისტემაში ყველაზე სუსტი რგოლი იყო, რადგან მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა სხვა სამსახურის თანამშრომლებთან", - დასძინა ჯოჯუამ.

ჯოჯუას მტკიცებით, კოდუა გელბახიანისგან საკუთარი ბიზნესის და პირადი ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვდა, რადგან "კოდუას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი".

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები