კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონიტორინგის ჯგუფმა პენიტენციარულ სისტემაში დარღვევები გამოავლინა

27 დეკემბერი, 2007

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პენიტენციარული სისტემის 2006 წლის ფინანსური მონიტორინგის შედეგების  პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ორგანიზაციამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

კვლევა მოიცავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2006 წლის ფინანსური დოკუმენტაციის, საბიუჯეტო ანგარიშგების ანალიზისა და რეალური სურათის შედარებას კანონის მოთხოვნებთან.

პროექტის კოორდინატორის ირინა გაბუნიას თქმით, დოკუმენტაციის შესწავლის პროცესში მონიტორინგის ჯგუფმა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოავლინა. კერძოდ, დეპარტამენტი საბიუჯეტო სახსრებს არაეფექტურად განკარგავდა და ოფიციალურ დოკუმენტაციაში არასათანადოდ ასახავდა, უგულებელყოფდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ პროცედურებს, პარალიზებული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონიერი მექანიზმები, რაც კანონის დადგენილი ვადების დაუცველობასა და არასრულყოფილი დოკუმენტაციის მიწოდებაში გამოიხატა. გარდა ამისა, მონიტორინგის ჯგუფის წევრები ფინანსების ხარჯვის პროცესების გაუმჭვირვალობაზეც საუბრობენ.

გაბუნიას განმარტებით, კვლევა მიზნად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კრიტიკას კი არ ისახავს, არამედ მოწოდებულია შეახსენოს დეპარტამენტს, რომ მისი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა და კანონიერება საზოგადოებისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს პატიმართა უფლება, იმყოფებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ჩხეიძის თქმით, კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სერიოზულ რეფორმას საჭიროებს, რაც არაერთმა საერთაშორისო ანგარიშმა დაადასტურა.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა გიგა გიორგაძემ დადებითად შეაფასა არასამთავრობო სექტორის ასეთი აქტიურობა აღნიშნულ სფეროში და განაცხადა, რომ მსგავსი მონიტორინგის ჩატარება სახელმწიფო უწყებებს ხარვეზების გამოსწორებაში დაეხმარება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები