კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოებმა წინასაარჩევნო დარღვევები გამოავლინეს

27 დეკემბერი, 2007
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მასმედიას წინასაარჩევნო დარღვევებზე მორიგი ინფორმაცია გააცნო. ეს დარღვევები ორგანიზაციის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში 17-დან 24 დეკემბრის ჩათვლით გამოვლინდა.

როგორც სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე  "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა სირაძე-დე ლონემ განაცხადა, ორგანიზაციის დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესებს ქვეყნის 75-ვე ოლქში აკვირდებიან. ერთ-ერთი დამკვირვებლის ინფორმაციით, ბათუმში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ამომრჩევლებს კვების პროდუქტები დაურიგეს, რის სანაცვლოდაც მათგან პირადობის მოწმობის წარდგენა მოითხოვეს. ვინც ეს დოკუმენტი არ წარადგინა, მან ვერც პროდუქტი მიიღო.
აქტივისტების განცხადებით, პირადობის მოწმობის მონაცემები მათ პრეზიდენტობის კანდიდატის დარეგისტრირებისათვის აუცილებელი ხელმოწერების შესაგროვებლად სჭირდებოდათ და როგორც "სამართლიან არჩევნებში" განმარტავენ კანდიდატის დარეგისტრირების ვადა იმ დროისთვის უკვე გასული იყო.

ჭიათურის ოლქში მომუშავე დამკვირვებლის ინფორმაციით, ახალგაზრდამ ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პლაკატი ჩამოხია, რისთვისაც მას პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. გონებადაკარგული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გურჯაანისა და რამდენიმე სხვა ოლქში საჯარო მოხელეებმა თანამშრომლებისგან მოითხოვეს, რომ მათ კენჭისყრის დღეს უკვე შემოხაზულ ბიულეტენს მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღონ. შემდეგ კი ეს ფოტო ხელმძღვანელობას აჩვენონ, რათა მათ იცოდნენ, თუ რომელ კანდიდატს მისცეს ხმა მათმა თანამშრომლებმა.

ეკა სირაძე - დე ლონეს განცხადებით, მისი ორგანიზაცია წინასაარჩევნო მონიტორინგს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გააგრძელებს და სათანადო ინფორმაციას მასმედიას პერიოდულად გააცნობს.


წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები