კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერაყში ქობულეთელი ჯარისკაცი დაიღუპა

28 დეკემბერი, 2007

ერაყში 24 წლის ჯარისკაცი, ჯამბულ მგელაძე დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ის ოთხ ჯარისკაცთან ერთად ავარიაში მოხვდა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ცხედარს დიდი რაოდენობით ჭრილობები არ აღენიშნება.

მგელაძე ქობულეთის, სოფელ ზენითის მკვიდრი იყო. ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ოჯახს თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა. „ავარია 10 დეკემბერს მომხდარა, ჩვენ კი ათი დღის დაგვიანებით გაგვაგებინეს“, - აღნიშნა დაღუპული ჯარისკაცის დამ, მანანა მგელაძემ. გარდაცვლილის ცხედარი გუშინწინ გამთენიისას ჩამოასვენეს.

ოჯახის წევრების თქმით, ჯამბულ მგელაძე ერაყში სიდუხჭირის გამო 2007 წლის 27 მარტს წავიდა: „ერაყში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სოციალურად ძალიან გვიჭირდა. იქიდან ფინანსურად გვეხმარებოდა ოჯახს“, - აცხადებენ დაღუპულის ოჯახის წევრები.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.

ახალი ამბები