კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამკვირვებლები რეგისტრაციაში არ გაატარეს

4 იანვარი, 2008

"ადამიანის უფლებათა ცენტრი", რომელიც 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, ლაგოდეხის #15 საოლქო - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დაკვირვებას ახორციელებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ამიტომ ორგანიზაცია რეგისტრაციაში გაატარა ცესკომ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა საოლქო - საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" 2007 წლის 30 დეკემბერს დაუკავშირდა ლაგოდეხის საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ივანე ზურიკაშვილს, რომელმაც ფაქსით დამკვირვებელთა სია იმ მიზეზით ვერ მიიღო, რომ ფაქსი გამგეობaს ეკუთვნოდა, იმ დროისათვის კი გამგეობის შენობაში არავინ იყო. 31 დეკემბერს 17 სთ-სა და 45 წთ-ზე დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ლაგოდეხში ჩავიდა, თუმცა საოლქო - საარჩევნო კომისიაში დარაჯის მეტი არავინ დახვდა. იგივე განმეორდა 3 იანვარს, დილის 10 სთ-სა და 10 წთ-ზეც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა ლაგოდეხის საოლქო - საარჩევნო კომისიის მდივანს, ლალი გელაშვილს და მომხდარის შესახებ აუხსნა, სანაცვლოდ კი შეურაცხყოფა მიიღო. "წადით და სადაც გინდათ იქ იჩივლეთ. რას ჰქვია აქ არ ვიყავით. თქვენ გიჟი ხომ არ ხართ. ვიღაცა ხართ მოცლილი"- იყვირა კომისიის მდივანმა.

მოგვიანებით, კომისიის მდივნის მეუღლე გელა გელაშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მან მოგვთხოვა, საჩივარი არსად შეგვეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს შეგვიქმნიდა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ #15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ შეგნებულად შეუშალა ხელი დამკვირვებელ ორგანიზაციას, დაკვირვება განეხორციელებინა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მომხდარს, ორგანიზაციის იურისტების მიერ, წინასაარჩევნოდ ლაგოდეხის რაიონში გამოვლენილ უხეშ დარღვევებს უკავშირებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები