კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ახალმა მემარჯვენეებმა" ამომრჩეველთა სიაში 590 ათასი დარღვევა აღმოაჩინეს

4 იანვარი, 2008
თბილისი. 30.12.07. მედიანიუსი. პარტია "ახალი მემარჯვენეების" წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზის გადამოწმების დროს მათ დაახლოებით 590 000 დარღვევა აღმოაჩინეს.

3 400 000 ამომრჩეველს შორის 51 800-ზე მეტი მოქალაქე ხელმეორედაა შეყვანილი შეცვლილი სახელით, გვარით ან საცხოვრებელი მისამართით. მონაცემთა ბაზაში 26 ათასი ადამიანი ორჯერ არის დაფიქსირებული ერთი და იმავე პირადი მონაცემებით.

სხვა სახის დარღვევების ფაქტი კი 510 000 შემთხვევაში ფიქსირდება. "ხელისუფლება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მარკირების დროს საკუთარი ადამიანების დაყენებას აპირებს, რაც მათ უფრო გაუადვილებს გაყალბებას", - აღნიშნა კაციტაძემ.

მისივე თქმით, "ახალი მემარჯვენეებისთვის" სანდო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები თანამშრომლებს ართმევენ საკუთარი და ოჯახის წევრების პირადობის მოწმობებს და უცხადებენ, რომ ამ დოკუმენტებს ისინი 4 იანვრამდე მიიღებენ შესაბამისი უბნის ბეჭედდარტყმულ  ბიულეტენთან ერთად, რომელშიც უკვე შემოხაზული იქნება ნომერი "ხუთი". "ვაფრთხილებთ ყველას, ნუ გაყვებიან სააკაშვილს პოლიტიკურ სამარემდე. ჩვენ ვამხელთ თითოეულ დამნაშავეს, რადგან ჩვენ გვაქვს ამის რესურსი", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.


ახალი ამბები