კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთი ქუჩის ექსპერიმენტი

4 იანვარი, 2008

სიების ,,უცდომელობის”  დასამტკიცებლად ქალაქ ახალციხის კ. მებაღიშვილის  (ყოფ. თუმანიანის) ქუჩას ვესტუმრეთ. კ. მებაღიშვილის ქუჩა N 2 საუბნო საარჩევნო კომისიას ეკუთვნის. აქ საკმაოდ კომიკური სიტუაცია დაგვხვდა. საარჩევნო სიებში დარეგისტრირებული მოქალაქეების 80 პროცენტი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ან პიროვნების სახელი და გვარი მოგონილია, სიაში არიან გარდაცვლილებიც.

ტაბატაძე გიორგი  კ. მებაღიშვილის N 73 –შია დარეგისტრირებული. მეზობლების განცხადებით ის ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

ასეთივე მდგომარეობაა N 69 –ში მცხოვრებს კაპანაძე ვლადიმერზეც, ის კანადის მოქალაქე გახლავთ და იქ ცხოვრობს.

# 66-ში  მცხოვრები სარქის დილბაროვი კი ამერიკის მოქალაქეა, თუმცა სიაში დარეგისტრირებული მაინცაა.

სიის მიხედვით, ე.წ. ,,ბარაკის ბინის” # 64 –ში  ცხოვრობენ თინათინ მამუკაშვილი (რომელიც გერმანიაშია გათხოვილი), გოგოლაური - ტაბატაძე ელენე, რომელზეც ვერც ერთმა მეზობელმა ვერ გვითხრა ვინ არის  და გოგოლაური ალექსანდრა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ არჯელში ცხოვრობს უკვე წლებია.

N# 53-ში – მკოიანი ლუსინე, აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ბინა გაყიდულია. 

# 72-ში  - ხაჩატურიანი მარგარიტა, არც ეს ქალბატონი ცხოვრობს ამ მისამართზე.

# 48-ში – ავეტისიანი ასმიკა -  ,,რუსეთშია”, - გვითხრეს მეზობლებმა.

# 17-ში (ბინა 18) – ქართველიშვილი გიორგი. გარდაცვლილია.

# 39-ში  - ბუცხრიკიძე ჯაბა, საფრანგეთშია შვიდი წელია.

# 41-ში – ჩიტაშვილი მზია, 15 წელია რაც საბერძნეთში იმყოფება.

# 2-შიმ  სადაც საღირაშვილი ელიზავეტაა დაფიქსირებული, არავინ ცხოვრობს.

გულო კოხოძე, ახალციხე.

ახალი ამბები