კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ჟვანია: ხელისუფლება პატარკაციშვილის მომხრეების დაპატიმრებისთვის ემზადება

5 იანვარი, 2008
თბილისი. 30.12.07. ედიანიუსი. პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჟვანიას განცხადებით, ხელისუფლება პატარკაციშვილის მომხრეების მასობრივად დაპატიმრებისთვის შესაბამის ფონს ქმნის.

ჟვანიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები სატელევიზიო გამოსვლებში პატარკაციშვილის მომხრეებს კრიმინალებად მოიხსენიებენ და "დაუფარავად საუბრობენ თავად მათ მიერ გამოგონილ ვითომდა სახელმწიფი გადატრიალების ვერსიის შესახებ". პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს იბარებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და მათზე ზეწოლას ახდენენ;  ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის მკვიდრი ბერიკიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.

გიორგი ჟვანიას მტკიცებით, ხელისუფლება ამზადებს პატარკაციშვილის მომხრეების ოფისებსა და სახლებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების "აღმოჩენის იმიტაციას" და ამას ადასტურებს 28 დეკემბერს ჩუღურეთის საარჩევნო შტაბში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება.

"ბადრი პატარკაციშვილის შტაბი კიდევ ერთხელ ცალსახად აცხადებს, რომ მათთვის უცნობი იყო ვალერი გელბახიანის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ირაკლი კოდუასთან არათუ საუბრის, არამედ შეხვედრის ფაქტიც კი. აქედან გამომდინარე, შტაბის წევრების დადანაშაულება რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, გახლავთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორება. პატარკაციშვილის მომხრეები არანაირი ამბოხისათვის და 6 იანვრისთვის არ ემზადებიან", - ამბობს ჟვანია.

ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს,  მედია საშუალებებს გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად.


ახალი ამბები