სიღნაღის #10-ე და #11-ე საარჩევნო უბაზე დარღვევები გამოვლინდა
5 იანვარი, 2008
რადიო ჰერეთი სიღნაღის #11 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ კენჭისყრის გარეშე, კომისიის წარმომდგენლებს უფლება-მოვალეობები საკუთარი სურვილისამებრ მიანიჭა.
ამის შესახებ რადიო „ჰერეთისა“ და გაზეთ „კახეთის ხმის“ მობილურ ჯგუფს, „ახალი მემარჯვერნეები“ წარმომადგენელმა, სიღნაღში მაია ხუციშვილმა აცნობა.
მისი განცხადებით, „შენიშვნები და რჩევები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარის მისამართით გააჩნია, არ არის გათვალიწინებული 11-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში.“
რადიო ჰერეთთან #11-ე საუბნო საარჩევნო კომიის თავმჯდომარე, ნუგზარ ჯალიაშვილი ბრალდებები უსაფუძვლოს უწოდებს. მისი განცხადებით აქ რეალურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
ბოდბისხევის მსგავსად წითელი შარფები, სიღნაღშიც ჰქონდათ მოხვეული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ნაციონალები უბანს გარეთ დადიოდნენ.
წყარო: რადიო ჰერეთი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023