# 17 თელავის საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანზე 12.40 წთ-ზე შევიდა გამგეობის წარმომადგენელი, ვინმე ვანო ფეიქრიშვილი, როგორც ამომრჩეველი და მოულოდნელად საარჩევნო ყუთში დაუდგენელი რაოდენობის ბიულეტენები ჩაყარა. ეს ფაქტი ადგილზე დააფიქსირეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, თუმცა არაერთი საჩივრის მიუხედავად, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის პროცესი არ შეწყვიტა.
გელა მთივლიშვილი, კახეთი.