კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საღამოს 23 საათისათვის არასამთავრობოები ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაქვყნებენ

5 იანვარი, 2008
არსამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეული სახის საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა, ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს.

იონათამიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სტაბილურობა დღის ბოლომდე გაგრძელდება. მისი თქმით, ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურობს: 12 საათისათვის ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელმა 15 პროცენტს გადააჭარბა.

როგორც კოკი იონათამიშვილმა განაცხადა საღამოს 11 საათისათვის არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაცენტრიდან საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიას" მეექვსე პავილიონში გადაინაცვლებენ, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს გამოაქვყნებენ და საზოგადოებას საარჩევნო უბნებზე დღის განმავლობაში მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები