კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების გაყალბების მცდელობისთვის თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს

8 იანვარი, 2008
იუსტიციის მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ საარჩევნო დარღვევაზე და ეს თელავის ინციდენტმაც დაადასტურა.

ტყეშელაშვილის თქმით, დაკავებულია თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ივანე ფეიქრიშვილი, რომელიც თელავის #1 საარჩევნო უბანში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრას ცდილობდა.

ტყეშელაშვილის თქმით, უცნობია,  ვის სასარგებლოდ აყალბებდა ფეიქრიშვილი არჩევნებს, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ფეიქრიშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

იუსტიციის მინისტრმა ისიც განმარტა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში აგიტაცია იკრძალება და უბნის გარეთ აგიტაცია კანონდარღვევა არ არის.

იუსტიციის მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ არანაირი კანონდარღვევა არ არის ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ ხმის სამუშაო ადგილას და არა საცხოვრებელ ადგილას მიცემა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები