კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა სტუდია "ახალი დროება" დააარსეს

15 იანვარი, 2008

თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველი რიცხვებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუდია "ახალი დროების" მიერ მომზადებული გადაცემები გავა. დამოუკიდებელი სტუდია "ახალი დროება" ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა: დაჩი გრძელიშვილმა, სოსო ბარნაბიშვილმა, რუსუდან ცხომელიძემ, ზაზა წულაძემ და ლიზი ვაჩნაძემ დააფუძნეს. როგორც "მედიანიუსს" დაჩი გრძელიშვილმა განუცხადა, გადაცემა კვირაობით, 21.00 საათზე გავა ეთერში და იმავე თემებს გააშუქებს, რომლებსაც ტელეჟურნალი "დროება" აშუქებდა. მისი ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება. გადაცემასაც "დროების" ჟურნალისტთა გუნდი მოამზადებს. ესენი არიან: დაჩი გრძელიშვილი, სოსო ბარნაბიშვილი, რუსუდან ცხომელიძე, ლიზი ვაჩნაძე, ზაზა წულაძე, ეკა ქადაგიშვილი და ვაკო ავალიანი. ჟურნალისტებთან ერთად, გადაცემის მომზადებაში ის ოპერატორები და მემონტაჟეები ჩერთვებიან, რომლებიც "დროებაში" ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

გადაცემის დირექტორი სიმბოლურად, დაჩი გრძელიშვილი იქნება, რადგან სიუჟეტების მომზადებისას ყველა ჟურნალისტს თანაბარი უფლება ექნება.

"გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ექსკლუზიურად, იმ უბრალო მიზეზით მზადდება, რომ ეს არხი, პირდაპირი გაგებით, საზოგადოებას ეკუთვნის. შესაბამისად, იმის მეტი საშუალება გვექნება, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ", - აღნიშნა დაჩი გრძელიშვილმა.

მისივე თქმით, სტუდიის პარტნიორია "თიბისი ტივი" და მისი შვილობილი კომპანია "ჯიელთივი". ისინი კონკრეტულ გადაცემას კონკრეტული თანხით დააფინანსებენ. "ახალი დროება" დაფინანსების თაობაზე ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო ფონდებთანაც.

როგორც დაჩი გრძელიშვილი აცხადებს, "ახალი დროების" სარედაქციო პოლიტიკაში არც საზოგადოებრივი მაუწყებელი და არც პარტნიორი კომპანიებიც არ ჩაერევიან.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები