თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბიზნესმენ არკადი პატარკაციშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც "მედიანიუსს" სასამართლოში განუცხადეს, ამ შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.
აღსანიშნავია, რომ არკადი პატარკაციშვილს ბრალად ედება შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; ასევე საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადება, რაც ისჯება 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით და ტერორისტული აქტის მომზადება, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: მედიანიუსი