კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერია ინაუგურაციის დღეს ოპოზიციის აქციის გამართვას არ დათანხმდა

17 იანვარი, 2008
თბილისის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას 19-21 იანვარს „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის შენობის წინ და თავისუფლების მოედანზე  მანიფესტაციის მოწყობის თაობაზე უარი განუცხადა.

როგორც მერიაში განმარტავენ, პარლამენტის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე 20 იანვარს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში დაგეგმილია პრეზიდენტის ინაუგურაცია.

"ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის ადგილმდებარეობა ემთხვევა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებაში მითითებული მანიფესტაციის სვლა-გეზს. ამდენად, ვერ ვუზრუნველყოფთ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ვინაიდან დაგეგმილი მანიფესტაცია შეაფერხებს კონსტიტუციით გათვალისწინებული ღონისძიების ჩატარებას", - ნათქვამია მერიის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ კანონის დამრღვევ პირებს დაეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებობა - ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ორ  წლამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები