კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი - ჟურნალისტები დღემდე განიცდიან ზეწოლას

21 იანვარი, 2008
 
„საქართველოში არაერთ ჟურნალისტს დიდი ხიფათისა და რისკის ქვეშ უწევდა მუშაობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მართალია,  სამწუხაროდ,  ჟურნალისტები დღემდე განიცდიან ზეწოლას სიტყვის თავისუფლების გამო. მათ არბევენ, ამცირებენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, მაგრამ, ეს ზღვარი სიცოცხლის ხელყოფაზე აღარ გადის“.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა პროფესიული საქმიანობისას დაღუპული ჟურნალისტებისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე 19 იანვარს ომბუდსმენის ოფისში.

ფოტოგამოფენა თემაზე „ჟურნალისტები - სიტყვის თავისუფლების მსხვერპლნი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრის“ და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ორგანიზებითა და ინიციატივით ჩატარდა.

სობარის განცხადებით, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს, საზოგადოება მყარად უნდა იდგას დაღუპული ჟურნალისტების სათქმელის, პრინციპებისა და ღირებულებების გვერდით.

„საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრის“ პრეზიდენტის კარენ ელჩიანის განცხადებით, 2007 წელს, მსოფლიოში, პროფესიულ საქმიანობას 111 ჟურნალისტი შეეწირა. პირველი მათ შორის იყო სტამბულში, 19 იანვარს, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობისათვის მოკლული სომეხი წარმოშობის თურქი ჟურნალისტი ჰრანტ დინკი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მკვლელობა, თურქეთში მცხოვრებმა ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა დაგმო.
 

წყარო: Media.ge

ახალი ამბები