კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები თბილისის მერის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

22 იანვარი, 2008

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისთვის" და ახალგაზრდული მოძრაობა "ახალგაზრდული ტალღა"  ქვეყანაში ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასა და თბილისის მერის, გიგი უგულავას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

როგორც "მედიანიუსს" კოალიციის წევრმა დავით ლილუაშვილმა განუცხადა, ამავე გაერთიანებაში შემავალი ოცი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუშვებლად მიიჩნევენ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე ისეთი "იდიოზური" პირის ყოფნას, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამ ქვეყანაში უნდა აირჩეს დემოუკიდებელი და არა "ჯიბის" თვითმმართველობა, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის სამ ძირითად მოთხოვნას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, მასმედიის თავისუფლებასა და საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიც უნდა დაემატოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ახალი მოთხოვნებით უახლოეს ხანებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარებას დაიწყებენ. ხვალ კი მასმედიას ამ მოთხოვნებს თბილისის მერიის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე გააცნობენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები