კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

23 იანვარი, 2008

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქციის - "ჩვენი საქართველოსთვის" ლიდერის, ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებაში დაედო, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს.

იმის გამო, რომ  საქმე პარლამენტის წევრს შეეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულის შესახებ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წერილობით აცნობა.

როგორც ცნობილია, დაახლოებით ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც გელბახიანი თანამოაზრეებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები