კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით მოთხოვნები წამოაყენა

30 იანვარი, 2008

გაერთიანებულმა ოპოზიციამ  29 იანვარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა რიგი მოთხოვნები, რომელიც მათი აზრით, განმუხტავს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიას.

განცხადების ადრესატები არიან   პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე,   მსოფლიო ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
17 მოთხოვნიდან ერთ-ერათი    სიტყვის თავისუფლების დაცვას ეხება.

ოპოზიციას  მიაჩნია,  რომ სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ   საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს  პარიტეტის პრინციპით, შემჭიდროვებულ ვადებში, ამასთან,   გენერალური დირექტორის დანიშვნა უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმებით. ოპოზიცია ასევე ითხოვს.  რომ პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც.  ასევე  „რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ. „მიჰნიკის ჯგუფი““.  ოპოზიციის  კიდევ ერთი მოთხოვნაა,   რომ  უზრუნველყოფილი იყოს საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის „სასამართლო სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება.“

განცხადებას ხელს აწერს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სამი პრეზიდენტობის კანდიდატი:  ლევან გაჩეჩილაძე (გაერთიანებული ოპოზიცია),  დავით გამყრელიძე („ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი) და  გია მაიასაშვილი („მომავლის პარტიის“ ლიდერი), ასევე 10 ოპოზიციური პარტია: „ეროვნული ფორუმი“,  „თავისუფლება“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ქართული დასი“, „ჩვენ თვითონ“, „ხალხის პარტია“.
21 იანვარს გამოცხადდა კონკურსი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 9-კაციანი სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას,  კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

„მიჰნიკის ჯგუფი“  2007 წლის  7 ნოემბრის შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი ფუნქცია არის ტელეარხებზე დაკვირვება და რეკომენდაციების შეთავაზება.

რაც შეეხება სასამართლო სხდომების საჯაროობას,   გასული წლის ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, აიკრძალა სასამართლო სხდომების   ფოტო-კინო-ვიდეო ჩაწერა, თუმცა ჟურნალისტებს თავისუფლად შეუძლიათ სასამართლო სხდომებზე დასწრება.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები