კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, შესაძლოა, გააუქმონ

4 თებერვალი, 2008
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ - მუზეუმის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის", საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

საკრებულოს რამდენიმე წევრი, მუზეუმის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. მათ ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს, ისევე როგორც სხვა მუზეუმებს დამთვალიერებელი აღარ ჰყავს. "როდემდე უნდა დავაფინანსოთ ბიუჯეტიდან მუზეუმები? ისინი საკუთარ თავს თვითონ ვერ ინახავენ. ამიტომ, განვიხილოთ მუზეუმების ლიკვიდაციის საკითხი", - განაცხადა საკრებულოს კულტურის, სპორტისა და განათლების კომიტეტის ხელმძღვანელმა გია ენუქიძემ.

მის ინიციატივას მხარი საკრებულოს სხვა წევრებმაც დაუჭირეს, თუმცა სხდომაზე დამსწრე არასამთავრობოების პროტესტის გამო, საკითხის განხილვა გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის საკრებულომ, ცოტა ხნის წინ, რაიონის სოფლებში არსებული ბიბლიოთეკებისა და კულტურის სახლების ლიკვიდაცია მოახდინა.

კულტურული დაწესებულებების გაუქმების ხარჯზე დარჩენილი თანხებით, გამგეობის თანამშრომელთა ხელფასების ოდენობა გაიზარდა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი.

ახალი ამბები