კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

4 თებერვალი, 2008
სხდომის დარზაბიდან გამოსულ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, თავს საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა კობიაშვილი დაესხა და საჯაროდ აგინა. ჩინოვნიკების გაღიზიანება სხდომის დარბაზში ჟურნალისტის მიერ დასმულმა მწვავე შეკითხვებმა გამოიწვია. ცნობისათვის, დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრები რაიონში არსებული მუზეუმების გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ, სანაცვლოდ, დარჩენილი თანხით კი ხელფასების გაზრდას ცდილობდნენ.

ინციდენტის შესახებ შს გურჯაანის სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა პოლიციას არაერთხელ მოსთხოვა, მომხდარიყო საკრებულოს წევრის ზაზა კობიაშვილის შემოწმება, იყო თუ არა იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა. 

ჟურნალისტი კობიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოს მიმართავს.

„ადამიანის უფლებატა ცენტრი“

ახალი ამბები