კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის მეუღლეს სოდ-ი მობილურს არ უბრუნებს

5 თებერვალი, 2008
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ დახმარებისთვის მოგვმართა პატიმარ ლევან ხუხუნეიშვილის მეუღლე ლეილა ხილაძემ. მისი განცხადებით, მან გამოძიებას რამდენჯემე სთხოვა მეუღლის მობილური ტელეფონის დაბრუნება სთხოვა, თუმცა ამაოდ.

ლევან ხუხუნეიშვილი სამართალდამცავებმა გასული წლის 9 იანვარს  ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის დააპატიმრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 22 ივნისს,  დანაშაულისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული საქმის გამოძიების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს ლევან ხუხუნეიშვილისთვის მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და საფულე ამოუღიათ. საფულე  ხუხუნეიშვილის მეუღლეს დაუბრუნეს, მობილური კი - არა. „მობილური ტელეფონიც მოვითხოვე, მაგრამ გამომძიებელმა, გურამ დიასამიძემ მითხრა, რომ თბილისშია გაგზავნილი, გამოვითხოვთ და დაგიბრუნებთო. თუმცა, დღემდე არ დამიბრუნეს“, - აცხადებს ლეილა ხილაძე.

შვიდი თვის შემდეგ, იგივე პასუხი აქვს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელ გურამ დიასამიძეს. ის კითხვებს თავს არიდებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თორნიკე ანანიძის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ნივთის ოჯახზე დაბრუნება. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის #124 მუხლის თანახმად, კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ. გაურკვეველია, თუ რატომ დასჭირდა გამოძიებას ფორმალური პროცედურებისთვის შვიდთვიანი პერიოდი“.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები