კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კუდ“ -ის ყოფილი თანამშრომელი ციხეში დააბრუნეს

6 თებერვალი, 2008
5 თებერვალს, გაუპატიურებაში ბრალდებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი წინასწარ პატიმრობაში დააბრუნეს. აღმკვეთი ღონისძიება გირაო, (50 ათასი ლარი), რომელიც 2008 წლის 15 იანვარს, მოსამართლის კაბინეტში შეუფარდეს, პატიმრობით შეუცვალეს.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მიზეზი ჩიქოვანის 4 თებერვალს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გახდა. განსასჯელის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა პროცესზე წარმოადგინა შპს „რესპუბლიკური საავადმყოფოდან“ ცნობა, რომ ჩიქოვანი იმავე დილით საავადმყოფოში, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს სტაციონარულ მკურნალობაზე.

საქმის პროკურორის დავით ჭარბაძის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების საფუძველი კანონიერად არსებობდა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი.


ახალი ამბები