ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი 37 წლის არუთუნ ოგანესიანი პროფესიით იურისტია. ხუთი წლის განმავლობაში ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე, ორი წელი კი სამცხე-ჯავახეთის ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა. 2007 წლიდან ახალციხის რაიონული ცენტრის საგადასახადო ინსპექციის მართვისა და ადმინისტრაციული გადასახადების კონტროლის განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუროში გამგებლის თანამდებობაზე დაკავების მსურველთა შვიდი განცხადება შევიდა. შვიდ თებერვალს კი ბიურომ ართურ ოგანესიანის გამგებლად დანიშვნას დაუჭირა მხარი.
პროფესიით იურისტია ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნული გამგებელი, 44 წლის იურისტი ვაჟა ჩიტაშვილი. მას შსს-სა და პროკურატურის ორგანოებში მუშაობის 25 წლიანი სტაჟი აქვს.
გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი განცხადება იყო შესული, ამიტომაც ბიურომ კენჭისყრაზე მისი თანამდებობა ერთხმად დაამტკიცა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან მოსული პირების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე საპარლამენტო არჩვენებისთვის სამზადისია.
,,არჩევნები მოდის და ხელისუფლება საჭირო ხალხს საჭირო ადგილას სვამს”.
,,მკაცრი ხელი უნდათ აჩვენონ მოსახლეობას და ძალის დემონსტრირებას ასე ახდენენ”, - მიაჩნია მოსახლეობას.
გულო კოხოძე, ახალციხე-ახალქალაქი