კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი პატარკაციშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის წინააღმდეგია

14 თებერვალი, 2008

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ურჩევს, არ მოითხოვონ პატარკაციშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესის გამართვა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის პოლიტიკური იმიჯის რეაბილიტაციისთვის არის საჭირო.

როგორც "მედიანიუსს" სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარეს საკმარისზე მეტი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ სრული დამაჯერებლობით დაუმტკიცოს სასამართლოს პატარკაციშვილის მიმართ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებების აბსურდულობა.

ბარათაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ. 

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ედებოდა ბრალად.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები