კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალური სუბსიდიების კახეთის სააგენტოს საქმიანობის შესწავლას ითხოვენ

19 თებერვალი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური სუბსიდიების კახეთის რეგიონული სააგენტოს საქმიანობის შესწავლას სთხოვს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ, რეგიონში მცხოვრები ძალიან ბევრი სოციალურად ძლიერ გაჭირვებული ადამიანი მიმართავს. იურისტების მტკიცებით, სააგენტოს წარმომადგენლები მოქალაქეთა უფლებებს უხეშად არღვევენ.

„გაუგებარი მიზეზებით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები დახმარების გარეშე არიან დარჩენილები, ან იღებდნენ ამ დახმარებას და დაუსაბუთებლად შეუწყვიტეს. უამრავი ასეთი ფაქტი გვაქვს. ასეთი მოქალაქეები როცა მიმართავენ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, მათ პასუხს არ სცემენ და აბუჩად იგდებენ სააგენტოს თითქმის ყველა რაიონულ განყოფილებაში. სოციალური დახმარების მიღების მსურველები, დახმარების დანიშვნის ან ოჯახის განმეორებით გადამოწმების მოთხოვნით განცხადებებს წერენ, მაგრამ განმცხადებელთა უმრავლესობა, სოც. აგენტების მიერ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოწმდება, რაც დარღვევაა. ასევე ფულად დახმარებას იღებენ შეძლებული ადამიანები“, - აცხადებენ იურისტები.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები