"მოძრაობა ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ეკა ბესელიას მტკიცებით, დღეს ათონელის ქუჩაზე განლაგებული პარტიის ოფისიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა ნივთებით სავსე ორი ტომარა გაიტანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.
ბესელიას თქმით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ მათ ოფისიდან ნაგავი გაიტანეს.
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ოფისში არანაირი ნაგავი არ იყო და ისინი აუცილებლად დაადგენენ, თუ რა ნივთები წაიღეს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა.
წყარო: მედიანიუსი