კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში დაბადებულ მოქალაქეებს ქვეყანაში ინტეგრირება უჭირთ

20 თებერვალი, 2008

ქისტები პანკისის ხეობაში უკვე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ. მცირე ნაწილი კი საქართველოში რუსულ-ჩეჩნური კონფლიქტის შემდეგ დასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი თაობები იზრდებიან, ქისტების ინტეგრირება კვლავაც პრობლემად რჩება.

სწორედ საქართველოს მოქალაქეების, ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრე ქისტების, ინტეგრირების მიზნით, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტებისთვის 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ხეობაში ქისტებით დასახლებული დაახლოებით 15 სოფელია. იქ ასევე 1000–მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს. როგორც ცენტრის იურისტი, სოსო პაპუაშვილი ამბობს, პანკისის ხეობა საქართველოს სხვა მოსახლეობისგან იზოლირებულია.

„ერთ–ერთმა ქისტმა კერძო საუბარში მითხრა, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის დაბადებული და გაზრდილი, თავს მაინც სტუმრად გრძნობს. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების საქართველოში ინტეგრირებას.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასეთი ტიპის პროექტს პირველად ატარებს. ტრენინგის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ადგილობრივ სათემო ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ ტრენინგი შეხებოდა ისეთ იურიდიულ ნიუანსებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფუძნებისას არის გასათვალისწინებელი“.

პირველი საკითხი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ წამოჭრა, ინტერნეტ ცენტრის შექმნა იყო. გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებულია ინტერნეტის ხელმისაწვდომობით.  მიზნობრივ  ჯგუფს, ძირითადად, ახალგაზრდობა წარმოადგენს. მეორე პროექტი კი სკოლებში ჩეჩნური ენის სწავლას შეეხება.

სოსო პაპუაშვილი: „ერთ–ერთი სატკივარი, რომელიც ადგილობრივ ქისტებს აქვთ, ჩეჩნური ენის ცუდად ცოდნაა. ისინი კი საუბრობენ ჩეჩნურ ენაზე, მაგრამ წერისას ქართულ ანბანს იყენებენ. პანკისში სწავლება ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს. მოსახლეობას დიდი სურვილი აქვს, რომ ჩეჩნური ენის შესწავლის ცენტრი არსებობდეს, რომელიც სკოლის ბაზაზე შეიქმნება და სადაც ადგილობრივ ბავშვებს ჩეჩნურ დამწერლობასაც ასწავლიან“.

ცენტრის იურისტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ტრენინგის მიმდინარეობისას წარმოდგენილი პროექტები, შესაძლოა, შესაბამისმა დონორებმა დააფინანსონ.

ნონა სუვარიანი, თბილისი

ახალი ამბები