კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანი ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას

21 თებერვალი, 2008

გურჯაანში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაა. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გახდა ცნობილი.

ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლის ეზო, სადაც ქალაქის საკანალიზაციო კვანძებია თავმოყრილი, უკვე რამდენიმე თვეა ფეკალური მასებით ბინძურდება. სკოლის დირექციის ცნობით, სკოლაში, სასწავლო პროცესის ჩატარება განსაკუთრებით იმ დღეებში უჭირთ, როცა ქალაქს სასმელი წყალი მიეწოდება, რადგან ამ დროს, სკოლის შენობაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესვლა შეუძლებელი ხდება. სავარაუდოდ, ფეკალური მასები სასმელ წყალს ერევა. ამას გურჯაანში, კეცხოველის და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობაც ადასტურებს. ადგილობრივების თქმით, მათ დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს გურჯაანის გამგეობას, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. გამგეობაში კი არ მალავენ, რომ გურჯაანი ნამდვილად ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას.

პრობლემის სასწრაფოდ მოუგვარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესიც შეწყდეს.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები