კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი გურჯაანის გამგებლის დასჯას ითხოვს

21 თებერვალი, 2008

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს.

3 თებერვალს გელა მთივლიშვილს უცნობმა პირმა დაურეკა და მოკვლით დაემუქრა: ,,თავს მოგაჭრი, პარკში ჩავდებ და შენს ოჯახს გავუგზავნი! გაჩერდი! მუშაობას თავი დაანებე, თორემ უეჭველი მოგკლავთ. ბიჭო, შენ იცი, ვის გვიმეტებ?! ხომ იცი, რომ ჩვენთვის პრობლემა არ არის, შუბლი გაგიხვრიტოთ?! საბარგულში ჩაგტენით და შენს გვამს ნადირს შევაჭმევთ! ვერც კი დაგიტირებენ!“.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შს გურჯაანის სამმართველოში დაიწყო. გამომძიებელმა დაადგინა, რომ მუქარა მოდიოდა ვინმე გრიგორიანისაგან, რომელიც თბილისში, სუნდუკიანის ქუჩა #17-ში ცხოვრობს. ამავე ქუჩის #15-ში კი გურჯაანის გამგებლის რამაზ ქერეჭაშვილის ბინაა.  გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ გამგებელი და გრიგორიანი ერთმანეთს კარგად იცნობენ და  დარეკვის დროსაც ერთად იმყოფებოდნენ.

დაზარალებული ჟურნალისტი გრიორიანისა და გურჯაანის გამგებლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას და მათ დასჯას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის გამგებელს რეგიონში მომუშავე, დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ქერეჭაშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა მას შემდეგ გაურთულდა, რაც ის უმაღლესი განათლების არქონაში ამხილეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

ახალი ამბები