კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო-რუსეთს შორის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო შეზღუდვები მოიხსნება

22 თებერვალი, 2008
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, 21 თებერვალს მოსკოვში გამართული შეხვედრისას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები საკითხთა მთელ პაკეტზე შეთანხმდნენ.

კერძოდ, პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება და საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო შეზღუდვები მოიხსნება.

ასევე,  პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ორი ქვეყნის ექსპერტები რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნებისა და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის საკითხებზე იმსჯელებენ.

დაჩქარებული ტემპებით დაიწყება, აგრეთვე, ზემო ლარსის გზის რეაბილიტაცია და ორ ქვეყანას შორის საავტომობილო მიმოსვლა აღდგება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საფოსტო კავშირიც აღდგება.

ბაქრაძის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზეც იმსჯელეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები