კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„იმედის“ ბედს პატარკაციშვილის ოჯახი გადაწყვეტს

26 თებერვალი, 2008

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედის“ საკითხს დამოუკიდებლად გადაწყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის განცხადებაში, რომელსაც civil.ge ავრცელებს.

”უპირველეს ყოვლისა, ოჯახი გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და დამოუკიდებლად გადაწყვეტს ტელერადიოკომპანია “იმედის” ბედს. სწორედ ეს ორი პროექტი  იყო უმნიშვნელოვანესი ბადრის ცხოვრებაში,” - ნათქვამია განცხადებაში. 

ბიზნესმენის და ნანა პატარკაციშვილი კი გაზეთ „მთელ კვირასთან“ ინტერვიუში  აცხადებს, რომ „იმედს“  პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე უხელმძღვანელებს. მისივე, ცნობით, ბიზნესმენის ოჯახი „იმედის“ გაყიდვას არ აპირებს.
 
პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მასთან დაახლოებული ადამიანები  აცხადებდნენ, რომ  ბიზნესმენი   „ნიუსკორპისთვის“  „იმედის“ მიყიდვას აპირებდა და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ტელეარხმა  მაუწყებლობა გასული წლის დეკემბერში შეწყვიტა.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“  საუბარში ვარაუდობს, რომ ტელეარხი მარტში გავა ეთერში.
ბარათაშვილმა დასძინა, რომ „იმედის“ ლიცენზიის  ვადა თებერვალში იწურება, ამიტომ არხის ხელმძღვანელობა აპირებს მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას,  რათა  ლიცენზიის ავტომატურად გაგრძელება მოხდეს.

წყარო: Media.ge

ახალი ამბები