კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვთა და მოზარდა შორის ძალადობის პრობლემას კონფერენცია მიეძღვნება

26 თებერვალი, 2008

ხვალ თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება კონფერენცია თემაზე: "ბავშვთა და მოზარდა შორის ძალადობა - პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება".

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში".

კონფერენციას გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მასში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბავშვებსა და მოზარდებში ძალადობის პრობლემაზე მოხსენებებს წაიკითხავენ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის ექსპერტები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციების წევრები.

კონფერენცია 28 თებერვალს დაიხურება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები