კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა სამართალს სემინარი მიეძღვნა

26 თებერვალი, 2008

25-26 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტში” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივითა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ)  მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი ადამიანის უფლებათა სამართალში.

სემინარი გახსნეს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, და გერმანიის საელჩოს მრჩეველმა განვითარების პოლიტიკის საკითხებში ჰანსპეტერ ნინტცელმა. სემინარს გაუძღვა გერმანიის მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  იენს მაიერ-ლადევიგი. 

სემინარის თემა იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი გამოყენების პრაქტიკა.

სემინარზე ასევე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საკუთრების უფლება, კონფისკაცია, სამართლიანი სასამართლოს უფლება, საპროცესო შეთანხმების კონსტიტუციურობა.  
 
გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება 1993 წლიდან დახმარებას უწევს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სამართლებრივ რეფორმებში. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს 2001 წლის კავკასიის ინიციატივის საფუძველზე  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია ამ რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობის დამკვიდრების და დემოკრატიული ფასეულობების განვითარებისკენ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები