კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრი აირჩია

27 თებერვალი, 2008

პარლამენტმა ფარული კენჭისყრით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრი აირჩია. პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე გაიმარჯვა გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა, რომელსაც მხარი 156 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 6 დეპუტატი აღმოჩნდა.

მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე 170-მა დეპუტატმა ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი ანჩაბაძეს. მესამე ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა 168 ხმით ერთხმად აირჩია სტუდია "მარაოს" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ერეკლე ტრიპოლსკი. სამეურვეო საბჭოს მეოთხე წევრი გახდა ევრაზიის ტელევიზიისა და რადიოაკადემიის ნამდვილი წევრი, მომღერალი ირმა სოხაძე. მას მხარი დაუჭირა 139-მა დეპუტატმა 20-ის წინააღმდეგ. მეხუთე ვაკანტურ თანამდებობაზე 169 დეპუტატმა 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "კაპე ემ ჯეს" აღმასრულებელ დირექტორს ზურაბ ხარატიშვილს. სამეურვეო საბჭოს მეექვსე წევრი გახდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" და ტელეფილმების დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. მას მხარი დაუჭირა 169 დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 3 აღმოჩნდა. მეშვიდე ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა 170 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრულ პროფესორს ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, მარინა ვეკუას. მერვე წევრი გახდა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლევან გახელაძე. მას მხარი დაუჭირა 146-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 5 აღმოჩნდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო, მეცხრე წევრი გახდა გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 156-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი ცხრა აღმოჩნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ახალ სტანდარტებს დააწესებენ, რომელიც სხვა ტელევიზიებისთვისაც მაგალითი იქნება.
შეგახსენებთ, რომ თითო ვაკანტურ თანამდებობაზე სამ-სამი კანდიდატი იყო შერჩეული.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები