სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გმობს გალის რაიონში აფხაზი ე.წ. სამართალდამცავების მიერ ტელეკომპანია "მზის" ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაიას დაკავებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დატოვონ რეაგირების გერეშე ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტი.
სოზარ სუბარმა ზემოხსენებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააცნო გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს ლუიზ არბორს, რომელიც დღეს სოხუმში მიემგზავრება.
წყარო: მედიანიუსი